ლევან მახაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე: ალბათ, მთავარი საპირწონე უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო

“ალბათ, მთავარი საპირწონე უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო”,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

“ჩვენ რაც ვიხილეთ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, აქ იყო ბევრი კითხვაც და ბევრი პასუხიც, მაგრამ ალბათ მთავარი საპირწონე ეს უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, რომელმაც თქვა, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული დანაშაულის ჩადენას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს და ა.შ. თუმცა, ამავე სასამართლომ დასვა კითხვები მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რამდენად პროპორციულად იყო გამოყენებული ესა თუ ის ძალა და რაც მთავარია, შეიძლებოდა თუ არა ამ ძალის თავიდან არიდება. ამიტომ, ამ კითხვებსაც, რა თქმა უნდა, სჭირდება პასუხები,” – აცხადებს ლევან მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები