რატი იონათამიშვილი – ქონებრივი ზიანის ანაზღაურების კანონზე: გამოწვევებზე რეაგირება არის ჩვენი ვალდებულება და სწორედ ამ ჭრილში, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა

,,ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა ქონებრივი ზიანის ანაზღაურების კანონზე ისაუბრა.

“გამოწვევებზე რეაგირება არის ჩვენი ვალდებულება და სწორედ ამ ჭრილში, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. სამწუხაროდ, თქვენც აღნიშნეთ და გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც წინასწარ განზრახვით ხდება გარკვეული პირების დაზარალება, ქონების მითვისება სხვა ტიპის დანაშაული და შემდეგ, დამნაშავეებს ურჩევნიათ ან სასჯელი მოიხადონ ვიდრე აანაზღაურონ, ან ისე ხდება, რომ ამ ქონების გადამალვა ხდებოდა. შესაბამისად, ამ დროს როგორც სახელმწიფოს, ასევე დაზარალებულის მთავარი მიზანი არის დარღვეული უფლებების სწრაფი აღდგენა და ამ ჭრილში უნდა უყურებდეს სახელმწიფო ამ პროცესებს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები