გიორგი ჩაკვეტაძე ევროპარლამენტის განცხადებაზე: ჩვენთვის მიუღებელია სიძულვილის ენა და როგორც ჩანს ევროპელი ბიუროკრატებისთვისაც, თუმცა, ისინი აგრძელებენ და არ ხდიან გამჭვირვალეს იმ დაფინანსებას, რომელიც მიემართება საქართველოში სხვადასხვა დესტაბილიზაციური სცენარების გასავითარებლად
„ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული ორმაგი სტანდარტი – როგორ შეიძლება ეუბნებოდე ქვეყანას, რომ შენთვის მიუღებელი არის სიძულვილის ენა და შემდეგ აფინანსებდე სიძულვილის ენას სხვადასხვა ქვეყანაში,“ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, ევროპარლამენტის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„ერთ-ერთი ამის მსხვერპლი არის საქართველო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებულად განიცდის საერთაშორისო დაფინანსებით რევოლუციის არაერთ მცდელობას. თითოეული ეს მცდელობა არის განწირული მარცხისთვის, ისევე, როგორც ზოგადად სიძულვილის კამპანია. ჩვენთვის მიუღებელია სიძულვილის ენა და როგორც ჩანს ევროპელი ბიუროკრატებისთვისაც, თუმცა, ისინი აგრძელებენ და არ ხდიან გამჭვირვალეს იმ დაფინანსებას, რომელიც მიემართება საქართველოში სხვადასხვა დესტაბილიზაციური სცენარების გასავითარებლად“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სიძულვილის ენა სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას.