ეკა ბესელია: ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ვითარების და რეალობის ადეკვატური

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, რუსეთის მთავრობასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დაგეგმილ ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების თაობაზე საქართველოს პოზიცია ვითარების ადეკვატური უნდა იყოს.
ბესელიას თქმით, თუ რა ფორმით გამოიხატება ეს პოზიცია ამაზე საკანონმდებლო ორგანოში დამატებით მსჯელობა გაიმართება.
“თუ რა ფორმით გამოიხატება ჩვენი პოზიცია ამაზე დამატებით მსჯელობა გვექნება.
ჩვენი პოზიცია უნდა იყოს შესატყვისი და ადეკვატური ვითარების და რეალობის. იმ ფორმით და იმ შინაარსით უნდა გამოვხატოთ პოზიცია რომელიც რაიმე სარგებლის მომტანი იქნება და არა მხოლოდ სანახაობრივი“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები