ბერძენიშვილი რუსეთ-“აფხაზეთის” ხელშეკრულებაზე ოპოზიციას ურჩევს, დოკუმენტის მიღებას დაეთანხმოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტი უნდა მიიღოს. დეპუტატის თქმით, კარგი იქნება, თუ დოკუმენტის მიღებას ოპოზიციაც დაეთანხმება.
„მე ვფიქრობ, სასარგებლო იქნება საქართველოს პარლამენტმა მიიღოს დოკუმენტი და კარგი იქნება, თუ ეს იქნება ბიპარტიზანული და ორივე მხარე, მათ შორის ოპოზიციაც დაეთანხმება, დოკუმენტი მივიღოთ. უნდა დავაფიქსიროთ პოზიცია რუსეთის ამ კონკრეტული ნაბიჯის მიმართ. ეს რამდენად მოხერხდება და როგორ, არ ვიცი“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები