ვოლსკი “ნაციონალების” რეზოლუციის ტექსტს “პოპულისტურს” უწოდებს

“ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის“ მიერ რუსეთის მთავრობასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დაგეგმილ ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების თაობაზე რეზოლუციის პროექტს მმართველი გუნდი არ ეთანხმება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტი წმინდა პოპულისტური ხასიათისაა.
“სახელმწიფოზე და მის ინტერესებზე უნდა ვიფიქრო და არა იმაზე, დოკუმენტი იქნება, თუ არ იქნება. დოკუმენტის გარკვეული მონახაზი უნდა არსებობდეს, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული რეზოლუცია წმინდა პოპულისტურია და მას არ აქვს არავითარი შინაარი, რომელიც შეიძლება ქვეყნისთვის სასიკეთოდ მოქმედებდეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსეთის მთავრობასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დაგეგმილ ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების თაობაზე რეზოლუციის პროექტი მოამზადა.
უმცირესობის მიერ შემუშავებული პროექტი 5 პუნქტისგან შედგება და ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში წარმოებული პოლიტიკის გადახედვის და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები