ლავროვის უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრას საგანგებო განცხადებით ეხმაურება

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო გრიგორი კარასინის და ზურაბ აბაშიძის შეხვედრას ეხმაურება. როგორც ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქტუალურია საერთო განხილვა რუსეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო შეტყობინების სიმტკიცის გაზრდის შესახებ. ასევე აღნიშნულია კულტურული, სპორტული, სამეცნიერო, რელიგიური და სხვა ღონისძიებების ზრდა ორივე მხარის წარმომადგენლების მონაწილეობით. გარდა ამისა, რუსეთის მხარე აგრძელებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას კერძო მოწვევით. თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის გამო სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის შესახებ საუბარი ვეღარ გაგრძელდება. შეთანხმებების თანახმად, კარასინს და აბაშიძეს ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ არ უსაუბრიათ, თუმცა ორივე მხარე ამ ფორმატის გაგრძელებას რეგიონში სტაბილურობისთვის პრინციპულს უწოდებენ. რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის მეკავშირეობის შესახებ შეთანხმების პროექტზე. კერძოდ, მხარეებმა დოკუმენტის შინაარსზე და მიზნებზე ისაუბრეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, კონტაქტები არაფორმალური დიალოგის ფორმატში 2012 წლის დასასრულიდან გრძელდება და ეხება იმ მიმართულებებს, რომელთა რეალური პროგრესი დიპლომატიური ურთიერთობების გარეშეც შესაძლებელია. საუბარია ვაჭრობაზე, ტრანსპორტზე, ჰუმანიტარულ სფეროზე. ბოლო 3 თვის პრაქტიკული თანამშრომლობის შედეგები რუსეთის საგარეო უწყებამ დადებითად შეაფასა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს მოგვარდა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის, მინერალური წყლის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაბრუნების შესახებ საკითხი, ერთობლივი სასაქონლო ბრუნვის სტაბილური ზრდაა დაფიქსირებული. მიმდინარე წლის 8 თვის მანძილზე 2013 წლის იმავე პერიოდთან შედარებით სასაქონლო ბრუნვის ზრდა 34 %-ით გაიზარდა და 486 მილიონ დოლარს მიაღწია. ამასთან, ქართული ექსპორტი რუსეთში თითქმის 3,5-ჯერ გაიზარდა და 180 მილიონი დოლარი შეადგინა. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ორივე მხარე მზადაა, ვაჭრობის შემდგომ ზრდას ხელი შეუწყოს. ამას ასევე ნოემბერში თბილისში დაგეგმილი რუსეთის და საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები