საქართველოს პარლამენტში რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაზე მსჯელობენ

რა რეაგირება უნდა მოახდინოს საქართველოს პარლამენტმა რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრები ბიუროს დახურულ სხდომაზე მჯელობენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, საქართველომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკური და სტრატეგიული კონტექსი. „თემა არის უმწვავესი და ერთ-ერთი მთავრი – ტერიოტორიული მთლიანობა და რუსეთის ეს ქმედებები. ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საერთო პოლიტიკური და სტრატეგიული კონტექსტი, არ ავყვეთ ემოციებს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა დავაფიქსიროთ მყარად ჩვენი პოზიციები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები