დავით ზურაბიშვილი: ყველა რესურსის მაქსიმალური მობილიზება უნდა მოხდეს

დავით ზურაბიშვილი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმების საკითხს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ის, რასაც აღნიშნული ხელშეკრულება გულისხმობს და რა განზრახვაც რუსეთს აქვს, საქართველოს ტერიტორიის ანექსიაა. საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ ქვეყანამ ყველა რესურსის მაქსიმალური მობილიზება უნდა მოახდინოს იმისათვის, რომ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსიროთ.
“ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია აუცილებლად საკმაოდ მკაცრი და მკვეთრი უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ასეთი რეაგირება პარლამენტის დონეზე იქნება, პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა შესაბამისი განცხადება. ყველა რესურსის მაქსიმალური მობილიზება უნდა მოხდეს, რომ ჩვენი პოზიცია მაქსიმალურად დავაფიქსიროთ“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები