სოზარ სუბარი: ის უნდა დააფინანსოს ბრიტანეთის მთავრობამ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება?! ასეთი პროექტების დაფინანსებას სახელმწიფო მხარს არ დაუჭერს
გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ბრიტანეთის საელჩოს განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ გრანტები კეთილშობილური ვერ იქნება, როდესაც აფინანსებ ორგანიზაციებს, რომლებიც ტრენინგებს ატარებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში, იარაღის გამოყენებაში და პარლამენტზე შტურმში.
„ის უნდა დააფინანსოს ბრიტანეთის მთავრობამ რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ამას აფინანსებს?! ეს აბსოლუტურად გაუგებარი მიდგომაა არჩევნებისადმი. ბუნებრივია, ასეთი პროექტების დაფინანსებას სახელმწიფო მხარს არ დაუჭერს. თუ აქამდე ამის ბერკეტი არ გვქონდა, რომ ეს შეგვეჩერებინა, ახლა მივიღეთ კანონი, რომლის მიხედვით სახელმწიფო დააკვირდება და გაცხრილავს, რა არის სახელმწიფოებრივი და რა – ანტისახელმწიფოებრივი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.