ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობმაგისტრალის საშუალებით დღემდე 255 269 699 ტონა ნავთობი გავიდა
აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის მიწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ბაქრო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით სექტემბრის თვეში მათ 2.543.390 ტონა ნავთობის ექსპორტი მოახდინეს. წლის დასაწყისისთვის მაჩვენებელი 22.125.785 ტონა გახლდათ, ხოლო ნავობსადენის ექსპლუატიციის მომენტიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა ჯამში 255.269.699 ტონა ნავთობის გადაზიდვა მოახდინა.