ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა, ინახავდა და გაასაღა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ – ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა, ინახავდა და გაასაღა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.

“დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 2603-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები