კიევში ტუალეტის ქაღალდი ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით დიდი წარმატებით სარგებლობს
კიევში ტუალეტის ქაღალდმა რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულებით გასაყიდ სუვენირებს შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა.
„ადამიანები ტუალეტის ქაღალდს პუტინის გამოსახულებით დიდი სიამოვნებით ყიდულობენ. თვეების წინ უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გამოსახულებიანი ტუალეტის ქაღალდები იყიდებოდა, წარწერით „Відчую кожного“, – განუცხადა გამოცემა „ობოზრევატელს“ ერთ-ერთმა სუვენირებით მოვაჭრემ.
მისი სიტყვებით, ტუალეტის ქაღალდი პუტინის გამოსახულებით ჩვეულებრივზე 10-ჯერ მეტი 20 გრივნა ღირს. ექსკლუზიური ტუალეტის ქაღალდების გარდა სუვენირების მაღაზიებში იანუკოვიჩის გამოსახულებიანი ფეხსაცმლის საწმენდის ყიდვაც შეიძლება.