ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში სროლა მოხდა – არის მსხვერპლი

ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში სროლა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას BBC-ი ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ გრაცისში მდებარე Dreierschützengasse-ის სკოლაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, 20-მდე გასროლის ხმა გაიგეს.

ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ORF-ი აცხადებს, რომ თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

შემთხვევის ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები