ებოლას მსოფლიო პანდემია ნაკლებადაა მოსალოდნელი
ებოლათი დაავადების შემთხვევების დაფიქსირება აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში სერიოზული შეშფოთების მიზეზია, თუმცა ვირუსის გავრცელება მთელ მსოფლიოში ნაკლებადაა მოსალოდნელი.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში და დასავლეთ ევროპაში, სადაც ჯანდაცვის სისტემები კარგადაა განვითარებული, ეპიდემიის გაჩენა ნაკლებადაა მოსალოდნელი“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა სტრატეგიის საკითხებში კრისტოფერ დაიმ.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკელების ამ ვირუსით დაავადების რისკი ძალზედ დაბალია. თუმცა ობამამ სამედიცინო წარმომადგენლებს დაავადებასთან ბრძოლის უფრო აგრესიული ზომების მიღებისკენ მიუწოდა.