ვლადიმერ პუტინი სერბეთში ორდენით დააჯილდოვეს
სერბეთის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი სერბეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
„ძვირფასო ძმაო ვლადიმერ, სერბი ხალხი ამაყობს იმით, რომ შენ გადმოგეცა უმაღლესი სერბული ორდენი“, – მიმართა პუტინს ნიკოლიჩმა რუსულ ენაზე. პუტინმა სერბეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. „არ ვფიქრობ, რომ ისეთი რამ გავაკეთე, რომ ეს ჯილდო დამემსახურებინა“, – თქვა პუტინმა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს ჯილდო უფრო რუსეთის და რუსი ხალხის მიმართ პატივისცემის ნიშანია.