ამერიკაში თვითმკვლელობების ონლაინინსტრუქტორი გასამართლდა

52 წლის უილიამ მელჩერტ-დინკელი აშშ-ში ციხეში ჩასვეს იმისთვის, რომ იგი თვითმკვლელობის მსურველებს დეტალებზე ონლაინკონსულტაციას უწევდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადრე მამაკაცი სამედიცინო მუშაკი იყო, ამიტომ რჩევების მიცემისას ის ამბობდა, რომ პროფესიონალია. „სკაი ნიუსის“ მონაცემებით, ელჩერტ-დინკელის რჩევების საფუძველზე 2-მ ადამიანმა – დიდი ბრიტანეთის მცხოვრებმა და კანადის მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.
ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი ინტერნეტში თვითმკვლელობისკენ მიდრეკილ დეპრესიულ ადამიანებს ეძებდა. ის თავს ექთნად ასაღებდა, ისე იქცეოდა, თითქოს იზიარებდა მოსაუბრის გრძნობებს და შემდეგ თვითმკვლელობის ინსტრუქციებს სთავაზობდა. 2005 წელს მან 32 წლის ინგლისელი მარკ დრაიბროუ დაარწმუნა, თავი ჩამოეხრჩო.
ამერიკელის შემდეგი მსხვერპლი ოტავას უნივერსიტეტის 18 წლის სტუდენტი გოგონა გახდა. მან გოგონას დეტალურად აუხსნა, თუ როგორი თოკის გამოყენება ჯობია და როგორ უნდა შეეკრა ის თოკი. თუმცა სტუდენტმა ეს ინსტრუქცია არ გამოიყენა და ხიდიდან მდინარეში ჩახტა. ეს 2008 წელს მოხდა. მელჩერტ-დინკელმა გოგონა დაარწმუნა, რომ მისი სიცოცხლის ბოლო მომენტები ვიდეოზე გადაეღო.
საკუთარ მსხვერპლებთან მიმოწერაში ამერიკელი ამბობდა: „მე მხოლოდ ვცდილობ, დაგეხმარო, ეს ისე გააკეთო, როგორც შენთვის, და არა ჩემთვის, იქნება უკეთესი“.
სასამართლომ დამნაშავეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები