ტრამპი ჰააგაში ნატო-ს სამიტს დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ივნისში, ჰააგაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს დაესწრება,- ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ის ნატო-ს სამიტზე წავა”,- განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა.
მისივე ცნობით, სამიტზე დღის წესრიგში თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ ტრამპის მოთხოვნები დომინირებს.
მანამდე, ორშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჰააგაში ნატო-ს სამიტზე უკრაინაც მიიწვიეს.