“ოპოზიციის ალიანსს“ ყველა ორიენტირი აქვს დაკარგული – იციან, რომ რამის გაკეთების ნულოვანი რესურსი აქვთ” – თენგიზ შარმანაშვილი
“ოპოზიციის ალიანსს“ ყველა ორიენტირი აქვს დაკარგული – იციან, რომ რამის გაკეთების ნულოვანი რესურსი აქვთ და თავის ისედაც მცირე ჯგუფს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩათ, რაღაცებით აგულიანებენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
ის ალიანსის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია – „ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს ინება. ეს არის „ოპოზიციის ალიანსის“ ინიციატივა, მაგრამ ეს საქმე არ არის ექსკლუზიურად ჩვენი გასაკეთებელი, ეს არის ყველას გასაკეთებელი საქმე“.
„თითქოს თვითინ არიან რეალურად ის ადამიანები, რომლებმაც პროდუქტიული ერთობა შექმნა. ყველაფერი ტყუილია. როგორც იმ წინა ხუთ რევოლუციაში დადასტურდა, რომ სერიოზული ნაბიჯების გადადგმის არავითარი რესურსი არ აქვთ, ასე იქნება 26 მაისსაც. თუ გინდათ 27 მაისს შევიკრიბოთ და იმავეს გაგიმეორებთ. რეალური პოლიტიკოსები არ არიან. ყველაფერს პერფორმანსებზე აგებენ. სერიოზული ნაბიჯების ნაცვლად სულ პერფორმანსებს დგამენ. ამ პერფორმანსებისთვის ხან ერთ თარიღს გამოიყენებენ, ხან მეორეს. მწყობრი გეგმა თუნდაც ჩემთვის მიუღებელი, არ აქვთ. ყოველ ორშაბათს, რომ გეგმას გვთავაზობდნენ, ეგეთია ეს 26 მაისიც“, – განაცხდა თენგიზ შარმანაშვილმა.