კახა ლომაია: პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მერე ვისაუბროთ, ახლა – განგაში, ქუდზე კაცი!
გენერალური ასამბლეისა და გაერთიანებული ერების უფროსი ოფიცერი პოლიტიკურ საკითხებში კახა ლომაია დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელშეკრულების შემუშავების საკითხს ეხმაურება. როგორც ლომაია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური რესურსი უნდა მიიმართოს იმისკენ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერა არ მოხდეს. “აფხაზეთ-რუსეთის ახალი ხელშეკრულების პროექტის თანახმად, რუსეთის საზღვარი ენგურზე გადმოდის. ახლა ყველა ჩვენი პოლიტიკური და დიპლომატიური რესურსი (მთავრობის და ოპოზიციის) უნდა მიიმართოს იქით, რომ არ დავუშვათ ამ ხელშეკრულების ხელმოწერა. მინიმუმ, ამ სახით არ უნდა მოეწეროს ხელი! პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მერე ვისაუბროთ. ახლა – განგაში, ქუდზე კაცი!“- წერს ლომაია.