შვეიცარიული გამოცემა Blick: ქართული სამზარეულო სიამოვნებაზე მეტია – ის ცოცხალი კულტურაა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ის ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, შვეიცარიული გამოცემა Blick საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში მიმოხილულია საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ბუნება, კულინარია და ღვინო, – ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„რაც ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო საქართველოში მოგზაურობის დროს ეს ქართული კერძები და ღვინოა, ქართული სამზარეულო სიამოვნებაზე მეტია – ის ცოცხალი კულტურაა“, – წერს Blick.

სტატიაში აღწერილია საქართველოში ღვინის წარმოების 8 ათასწლოვანი ტრადიცია, ქვევრში ღვინის მომზადების წესებით. ავტორი შვეიცარიელ მკითხველს აცნობს მარანში მიღებულ შთაბეჭდილებს, ასევე ქართულ ეროვნულ კერძებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები