როცა სუნამო სხეულისთვის კი არა, საწოლისთვის გამოიყენებოდა

დღეს სუნამოს ადამიანები კანზე იპკურებენ, საკუთარი სტილის, ხასიათისა და განწყობის გამოსახატავად,
მაგრამ საუკუნეების წინ მისი დანიშნულება სრულიად განსხვავებული იყო: სუნამო სხეულზე კი არა, ტანსაცმელზე, თეთრეულზე და ყველაზე ხშირად — საწოლზე ისხმებოდა.

მე-17–18 საუკუნეების ევროპაში ჰიგიენის სტანდარტები იმაზე დაბალი იყო, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია. ქუჩები სავსე იყო უსიამოვნო სუნით, ყოველდღიური ბანაობა კი იშვიათობა გახლდათ. ზოგჯერ ექიმებიც კი ურჩევდნენ ხალხს, ზედმეტად არ ებანავათ — მიაჩნდათ, რომ ხშირად დაბანა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო.

შესაბამისად, უსიამოვნო სუნი იქცა ისეთ რამედ, რასაც ებრძოდნენ არა სისუფთავით, არამედ სურნელებით.

საფრანგეთში გავრცელდა პრაქტიკა, რომელსაც parfum de lit ანუ „სუნამო საწოლისთვის“ ეწოდებოდა. ეს არომატული სითხე არ ისხმებოდა სხეულზე — მას ასხამდნენ საწოლის გადასაფარებელზე, ბალიშზე, პერანგზე და ზოგჯერ — ოთახის ფარდებზეც კი.

ეს მეთოდი განსაკუთრებით პოპულარული იყო შეძლებულ ოჯახებში, სადაც სურნელება მიჩნეული იყო სისუფთავის და კეთილდღეობის სიმბოლოდ.

იმდროინდელი წარმოდგენით, ავადმყოფობის გავრცელებას ცუდი სუნიც იწვევდა. ამიტომაც ცდილობდნენ, რომ გარემოსთვის სასიამოვნო არომატი მიეცათ — იმედი ჰქონდათ, ამ გზით თავიდან აირიდებდნენ დაავადებებს.

სწორედ ამ რწმენამ განაპირობა ის, რომ სუნამო გამოიყენებოდა არა სილამაზისთვის, არამედ დაცულობისთვის — როგორც უხილავი ფარი სხეულსა და გარშემო არსებულ სიბინძურეს შორის.

და ბოლოს…

სუნამო, როგორც კანზე დასასხმელი სითხე, მოგვიანებით გამოჩნდა. მისი მიზანი იყო, „ებრძოლა“ სუნიანი ქალაქის, ბინძური ოთახებისა და გაურეცხავი თეთრეულის წინააღმდეგ და ამ სამყაროში სისუფთავის ილუზია შეექმნა.

სურნელება უხილავსა და რეალურს შორის ერთგვარი ხიდიც კი გახლდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები