ირაკლი ქადაგიშვილი – ნიკა მელიაზე: თითქმის მეშვიდე წელიწადია, ამბობს, რომ არ აღიარებს საქართველოს კანონებს, სასამართლოს, ანუ მთლიანად არის ამოვარდნილი ქვეყნის კანონმდებლობიდან
„შეიძლება, ქვეყანაში პრეტენზია გქონდეს, რომ ხარ პოლიტიკოსი, დემოკრატიისა და კანონიერების მომხრე და იმ „პოლიტიკას“ ატარებდე, რასაც ატარებს და რა ქმედებებსაც ახორციელებს ნიკა მელია,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ქვეყანაში პრეტენზია გქონდეს, რომ ხარ პოლიტიკოსი, დემოკრატიისა და კანონიერების მომხრე და იმ „პოლიტიკას“ ატარებდე, რასაც ატარებს და რა ქმედებებსაც ახორციელებს ნიკა მელია.
„თითქმის მეექვსე თუ მეშვიდე წელიწადია, ამბობს, რომ არ აღიარებს საქართველოს კანონებს, სასამართლოს, ანუ მთლიანად არის ამოვარდნილი ქვეყნის კანონმდებლობიდან. არ შეიძლება, ქვეყანაში პრეტენზია გქონდეს, რომ ხარ პოლიტიკოსი, დემოკრატიისა და კანონიერების მომხრე და იმ „პოლიტიკას“ ატარებდე, რასაც ატარებს და რა ქმედებებსაც ახორციელებს ნიკა მელია. გირაოს გადახდის ვადა როგორ გამოიყენა, დღე ჩვენ სასამართლო პროცესზე ვნახეთ, როდესაც ის თავს დაესხა მოსამართლეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა. მანამდე, ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. მან სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.