ირაკლი კობახიძე – სენატორ სტივ დეინსთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, კიდევ ერთხელ დავადასტურე მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან, განვიხილეთ საქართველო-აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი რეგიონში, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს.

„კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მთავრობის მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, გადაიტვირთოს და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან მკაფიო და ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას.

საქართველო რჩება სანდო პარტნიორად, რომელიც პარტნიორებს სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მრავალმილიონიან ძლიერ ბაზრებზე წვდომას სთავაზობს”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

https://x.com/PM_Kobakhidze/status/1928373841522217109

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები