“26 მაისს რადიკალურმა ოპოზიციამ მისი დასავლელი კურატორებისგან ვერ მიიღო „Go Ahead” აქციის რადიკალიზაციასა და აღლუმის ჩაშლაზე, როგორც აპირებდნენ და არც მალავდნენ” – ანჯაფარიძე

“26 მაისს, რადიკალურმა ოპოზიციამ მისი დასავლელი კურატორებისგან ვერ მიიღო „Go Ahead” აქციის რადიკალიზაციაზე და აღლუმის ჩაშლაზე, როგორც აპირებდნენ და არც მალავდნენ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “ამის მერე, მოახლაფორთეს მდარე აქცია-პერფორმანსი”.

“მდარე იმიტომ, რომ შეუძლებელია გეზეიმებოდეს ქვეყნის დამოუკიდებლობა, როცა ხარ უცხოეთის აგენტი!

მათი შემდგომი აქცია-პერფორმანსი ალბათ იქნება ე.წ. „სატელეფონო არჩევნები.“ არ არის გამორიცხული, რომ ამ ე.წ. „არჩევნებს,“ მათი სრული აბსურდულობის და არალეგიტიმურობის მიუხედავად, გამოუჩნდნენ გარე მხარდამჭერები და „ხალხის ნების“ გამოხატულებად შეგვასაღონ. გარე მხარდაჭერის იმედის გარეშე ამ ავანტიურას ხომ არ წამოიწყებდნენ?!”, — წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები