ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს
ირანმა, ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი, სიკვდილით დასაჯა.
“სიონისტური რეჟიმის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ჩართული პედრამ მადანის იდენტიფიცირების, დაპატიმრებისა და სასამართლო წარმოების შემდეგ, სისხლის სამართლის პროცესის სრული პროცესისა და უზენაესი სასამართლოს მიერ განაჩენის საბოლოო დადასტურებისა და ძალაში დატოვების შემდეგ, იგი მართლმსაჯულების წინაშე წარდგა და სიკვდილით დასაჯეს“, – წერს უცხოური მედია.
2020 წელს დაპატიმრებული მადანი, სავარაუდოდ, ისრაელისთვის ირანში კრიტიკული ადგილების შესახებ კლასიფიცირებული ინფორმაციის გადაცემას ცდილობდა. მას ასევე უკანონო გზით სიმდიდრის მოპოვებაში ედებოდა ბრალი.
ცნობისთვის, გასულ თვეში ირანმა ისრაელის სადაზვერვო სააგენტო, „მოსადთან“ თანამშრომლობის ბრალდებით კიდევ ერთი ირანის მოქალაქე, მოსენ ლანგარნეშინი სიკვდილით დასაჯა.