ირაკლი კირცხალია ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე: წერილი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის დღეს მიიღო, არის მორიგი თავხედური ჩარევა და შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი საზოგადოებისთვის
„წერილი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის დღეს მიიღო, არის მორიგი თავხედური ჩარევა და შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი საზოგადოებისთვის,”- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების ლიდერების მილოცვის ტექსტთან დაკავშირებით განაცხადა.
„წერილი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის დღეს მიიღო, არის მორიგი თავხედური ჩარევა და შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი საზოგადოებისთვის. ასეთი ორაზროვანი, ყოვლად გაუმართლებელი მოწოდებები თუ განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, არის სწორედ იმ არ არჩეული ბიუროკრატების ნახელავი და შემდეგ გაჟღერებული სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და განსაკუთრებით როგორ დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.