კირცხალია – გიორგი ბაჩიაშვილზე: ამ ბატონის ფიგურა, მისი წარსული და აწმყო რომ განვიხილოთ, პირველ რიგში, საქმე გვაქვს თაღლითობასთან
“ბაჩიაშვილის საქმე უბრალოდ კომიკურია”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში” საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„ამ ბატონის ფიგურა, მისი წარსული და მისი აწმყო რომ განვიხილოთ, პირველ რიგში, საქმე გვაქვს თაღლითობასთან. ის არის ჩვეულებრივი თაღლითი და მსჯავრდადებული, შემდეგ გაპარვა ნახა ყველამ, ახლა ვნახეთ, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ეს მიუთითებს იმას, რასაც დიდი ხანია ვსაუბრობთ და ძალიან კარგად იციან ჩვენმა მეგობრებმაც ქვეყნის გარეთ და საზოგადოებამ ქვეყნის შიგნით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე. თითოეული ფაქტი და ჩვენი გადადგმული ნაბიჯი ამას ცხადყოფს. რაც შეეხება სპეკულაციებს ბაჩიაშვილის მიმართ, უბრალოდ სასაცილოა. ადამიანი, რომელიც თურმე პირდაპირ ასრულებდა დავალებებს და ოდითგანვე იყო ინსტრუმენტი იმ ბინძური ძალის ხელში, რომელიც ასობით მილიონს ხარჯავდა ამ უსამშობლოებში, რომ შემდეგ ის საშინელება გვენახა რუსთაველის ქუჩაზე“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.