‘მსურს, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს მივმართო – ჩვენ ვამაყობთ თქვენით” – ირაკლი ზარქუა
”მსურს, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს მივმართო – ჩვენ ვამაყობთ თქვენით. ხელისუფლების წარმომადგენლები ვცდილობთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ დიასპორასა და ჩვენს ქვეყანას შორის კავშირი. ეს დამოკიდებულება ჩვენ კონსტიტუციაშიც ავსახეთ. დიასპორაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა“, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის დღე დიასპორასთან ერთად კატალონიაში იზეიმა.
“მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მასწავლებელს, ქორეოგრაფს და სასულიერო პირს, ვინც ცდილობს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს ქართული ღირებულებები და კულტურა შეუნარჩუნოს.
სახელმწიფო ზრუნავს თქვენზე და ცდილობს მშვიდობიან საქართველოში დაგაბრუნოთ. მსოფლიო გადანაწილებაში ჩვენ ვცდილობთ, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ეს გავაკეთეთ. ამაზე უნდა დაშენდეს შემდეგ ეკონომიკური განვითარება და კონკურენტული სამართლებრივი სახელმწიფო. თქვენი დახმარებით ჩვენ ამას მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.