ტრამპმა შესაძლოა ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს,- ინფორმაციას მასთან დაახლოებული პირი ანონიმურად ავრცელებს.

“ის სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია უკრაინაზე თავდასხმების გახშირებით და მოლაპარაკებების ნელი ტემპით”,- განუცხადეს საკითხთან დაკავშირებულმა პირებმა Wall Street Journal-ს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, ახალი შეზღუდვები, სავარაუდოდ, ახალ საბანკო სანქციებს არ მოიცავს. თუმცა, განიხილება სხვა ვარიანტებიც, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა განხორციელდეს და ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

საკითხთან დაკავშირებული პირების ცნობით, თუ საბოლოო მცდელობა წარუმატებელი იქნება, ტრამპი ასევე სამშვიდობო მოლაპარაკებების საერთოდ შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

როგორც Wall Street Journal-ი წერს, გაურკვეველია, რა მოხდება, თუ აშშ სამშვიდობო პროცესიდან გავა და გააგრძელებს თუ არა ტრამპი უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები