მსოფლიოს საუკეთესო სკოლები, სად მდებარეობს და რა ღირს იქ სწავლა
1. ყველაზე ექსკლუზიური სასწავლო დაწესებულებები: ჟენევა – როდესაც საუბარია კერძო სკოლის ექსკლუზიურობის შეფასებაზე, საუკეთესო მასალად გვევლინება სწავლის ღირებულება. არტ-ობიექტებთან წვდომა, აკადემიური პროგრამების ხარისხი, ჭეშმარიტად ცისფერსისხლიანი კლასელები, მომავალში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში მოხვედრის შესაძლებლობა: ჩამოთვლილთაგან ვერცერთს მიიღებთ იაფად.
ყოველივე ამის ნახვა შეგიძლიათ “ლე როზის ინსტიტუტში”, რომელიც ჟენევიდან სულ რაღაც 37 კილომეტრში მდებარეობს. სწავლისა და საცხოვრებლის ყოველწლიური გადასახადი $99 566 შეადგენს .
ლეგენდარული სკოლა ორი ნაწილისაგან შედგება – ერთი მდებარეობს ჟენევის ტბის ნაპირზე, ხოლო მეორე – სათხილამურო კურორტ გშტაადში, სადაც ზამთრის არდადეგების გატარება უყვართ ჯორჯ სოროსსა და მადონას. ოდნავ მოშორებით, ვილლარ-სიურ-ოლლონ-ში, მდებარეობას შედარებით მოკრძალებული Collège Alpin International Beau Soleil. აქ განათლების მიღების მსურველებს ერთი წელი სულ რაღაც 93 158 დოლარი დაუჯდებათ.
2. ყველაზე დიდი არჩევანი: ნიუ-იორკი – როგორც მოსალოდნელი იყო, ქალაქში, რომლის მოსახლეობაც რვა მილიონი ადამიანია უდიდესი რაოდენობის სკოლაა. მათ შორის 400-ზე მეტი – სახელმწიფო საშუალო სკოლა, 2000 დაწყებითი და 700 კერძო სკოლა.
სახელმწიფო სისტემა მშობლებს საგანმანათლებლო დაწესებულებების დიდი არჩევანის საშუალებას აძლევს: ბაგა-ბაღიდან – უნივერსიტეტით დამთავრებული, აგრეთვე ე.წ. საზაფხულო სკოლები, პროგრამებიგანსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვებისთვის. გარდა ამისა, არის სკოლები, რომლებიც სთავაზობენ სპეციალურ აკადემიურ, სპორტულ ან ხელოვნების პროგრამებს.
გარდა სახელმწიფო სკოლებისა, ნიუ-იორკში კერძო სკოლების ფართო არჩევანია, თუმცა ბავშვის განათლებისთვის მშობლებს წლიურად საშუალოდ 40 000 დოლარის გადახდა მოუწევთ.
3. საუკეთესო სახელმწიფო განათლება: ჰელსინკი – Economist Intelligence Unit-ის მონაცემების თანახმად ფინური განათლება ლიდერობს ყოველგვარ საერთაშორისო რეიტინგში, როდესაც საუბარია ხარისხიანი სახელმწიფო განათლების უზრუნველყოფაზე. ეს ყველაფერი კი – მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იზიარებენ დასავლური განათლების ჩვეულ თვისებებს: ბავშვები სკოლაში შედიან მხოლოდ შვიდი წლის, დაწყებით სკოლაში მათ არ აქვთ საშინაო დავალება, აბარებენ მხოლოდ ერთ სტანდარტიზებულ ტესტს თექვსმეტი წლის ასაკში.
ამას შეიძლება დავუმატოთ ერთიანი სასწავლო პროგრამის არქონა, აგრეთვე მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად მათი მოსწრების მიხედვით – ყველა ბავშვი სწავლობს ერთად.
დავამატოთ მცირე ზომის კლასები, სახელმწიფოს მხრიდან სწავლის 100%-იანი დაფინანსება, აგრეთვე მასწავლებელთა მაღალი სტატუსი – მივიღებთ შედეგს: ფინელების 93% წარმატებით ამთავრებს საშუალო სკოლას (ეს მაჩვენებელი აშშ-ზე 17.5%-ით მეტია), ფინეთი კი იკავებს მოწინავე პოზიციებს OECD ქვეყნების პრესტიჟულ რეიტინგში მათემატიკაში, მეცნიერებასა და კითხვაში 2001 წლიდან.
4. საუკეთესო ქალაქი სპორტული განათლებისათვის: სიდნეი – მხოლოდ ერთი შეხედვა ბოლოდროინდელი ოლიმპიადების მედლების ცხრილისათვის საკმარისია იმისათვის, რომ გაიგოთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ავსტრალიელებისთვის სპორტი: მათი სპორტსმენები რეგულარულად ხვდებიან საუკეთესოთა ათეულში, მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტზე ცხოვრობს ოდნავ მეტი ადამიანი ვიდრე ტაივანში (დაახლოებით 23 მილიონი ადამიანი).
ავსტრალიის უდიდეს ქალაქში, სიდნეიში, მდებარეობს საუკეთესო სპორტული სკოლა მსოფლიოში: Westfield Sports High School. ხელმძღვანელობა დიდი ყურადღებით არჩევს მოსწავლეებს: სკოლაში ხვდებიან ბავშვები ან ახლოს მდებარე რაიონებიდან, ან ისინი, ვინც წარმატებას მიაღწიეს სპორტის რომელიმე სახეობაში.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო სტანდარტები: სეული – ისევე, როგორც ფინეთი, სამხრეთ კორეა რეგულარულად იკავებს ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას განათლების საერთაშორისო რეიტინგებში. 2009 წელს კი PISA-ს რეიტინგში კორეამ დაიკავა მეორე ადგილიკითხვაში, მეოთხე ადგილი მათემატიკაში და მეექვსე – მეცნიერებაში.
სამხრეთ კორეელები ფინელი კონკურენტებივით განსაკუთრებულ აქცენტს სწავლების გაუმჯობესებაზე აკეთებენ. სამხრეთკორეელი ბავშვები სწავლობენ უფრო დიდ ხანს, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სტუდენტებზე უდიდეს გავლენას ახდენენ მათი მშობლები, უმაღლესი განათლების მიღება ამაღლებს ოჯახის პრესტიჟს საზოგადოებაში.
6.საუკეთესო უნივერსიტეტი: სან-ფრანცისკო – Times Higher Education-ის თანახმად, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება, 2013-2014 წლებში მან ჩამოიტოვა ჰარვარდი და ოქსფორდი.
შედარებით იოლი გზა ამ მეცნიერთა და მათემატიკოსთა მაგნიტში მოსახვედრად არის იმ სახელმწიფო სკოლებში სიარული, რომლებიც გვთავაზობენ სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამებს: ტეხასის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აკადემია ან ილინოისის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აკადემია. კალიფორნიის ინსტიტუტი ღებულობს დიდი რაოდენობით სტუდენტებს კალიფორნიის საუკეთესო სახელმწიფო სკოლებიდან.
7. ყველაზე ეკოლოგიური სკოლები: მელბურნი – 2012 წელს ლონდონში ჩატარდა საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიალი The International Green Awards. მელბურნის კოლეჯი ბენტლი დასახელდა მსოფლიოში ყველაზე ეკოლოგიურ სასწავლო დაწესებულებად. სკოლა, რომლის შენობის დიზაინი შეიმუშავეს Suters-ის ბიუროს არქიტექტორებმა, მდებარეობს ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქის ტყესა და ჭაობს შორის.
8. ხელოვნების საუკეთესო სკოლები: პარიზი – 1648 წელს პარიზში დაარსდა პირველი ნაციონალური ხელოვნების ნაკეთობათა სკოლა (Ecole nationale supérieure des Beaux Arts). მას შემდეგ გაჩნდა ისეთი სკოლები როგორებიცაა: დეკორატიული ხელოვნების სკოლა (École Superieur des Arts Décoratifs)” ვიზუალური კომუნიკაციის სკოლა (École de Communication Visuelle), პარიზის ხელოვნების კოლეჯი და სხვა მრავალი. პარიზში თქვენ შეხვდებით არა მარტო სასწავლო დაწესებულებების ფართო არჩევანს, არამედ მუზეუმების, გალერეებისა და თეატრების მრავალფეროვნებას, რითაც განთქმულია ქალაქი.
9. საუკეთესო ალტერნატიული განათლება: ლონდონი – მათ, ვისაც სურს მიჰყვეს განათლების ფინურ მოდელს, თავი აარიდოს მკაცრ სასწავლო პროგრამებსა და ტესტებს, მაგრამ არ არის დაინტერესებული ფინური ენის შესწავლით, გთავაზობთ ყურადღება მიაქციოთ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს. ლონდონიდან სულ რაღაც ერთსაათიანი მოგზაურობის შემდეგ მოხვდებით დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე ალტერნატიულ სკოლაში. სუფოლკში მდებარე სამერჰილი – ეს არის სკოლა-ინტერნატი, რომელიც ფუნქციონირებს პედაგოგთა და მოსწავლეთა ურთიერთობის ღრმა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით. აქ ბავშვებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ თავისთვის, უნდათ თუ არა დაესწრონ გაკვეთილებს და აკეთონ დავალებები.
მიუხედავად სახელმწიფო ინსპექტორებთან რთული ურთიერთობისა, რაც განპირობებულია ნიშნების სისტემის არქონით, სკოლამ მიაღწია შთამბეჭდავ შედეგებს მეცნიერების ყველა დარგში.
10. უდიდესი სკოლა: ლაქნაუ – თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი მოხვდეს გინესის რეკორდების წიგნში ადრეულ ასაკშივე, გაგზავნეთ იგი მსოფლიოს უდიდეს სკოლაში.
ლაქნაუს სკოლა მონტესსორი, შტატ უტტარ-პრადეშში, ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ სკოლად ითვლება ინდოეთში, 2012 წელს მოსწავლეთა რაოდენობამ სკოლაში 45000-ს მიაღწია.
წყარო: http://news.edu.aris.ge