რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა თბილისში რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა, თბილისში, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.

როგორც რუსული მედია იუწყებოდა, საქართველოში მუსიკალური ფესტივალის დროს, ერთ-ერთმა შემსრულებელმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა შეურაცხყო.

„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ გამომძიებლებს დაავალა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრან, რათა დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ“, – ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები