აშშ-ში 19 წლის ბიჭმა მშობლები და 17 წლის და მოკლა

ამერიკის ქალაქ ოკლაჰომას ერთ-ერთი გაზეთის გამომცემელი, მისი მეუღლე და მათი თინეიჯერი გოგონა ოჯახის დამხმარემ საკუთარ სახლში მოკლულები იპოვა. მანვე ოჯახის მეოთხე წევრი – გარდაცვლილების 19 წლის ვაჟი სახლის სარდაფში სტრესულ მდგომარეობაში მყოფი აღმოაჩინა. მან ბიჭი პოლიციაში მიიყვანა და იქ შეიტყო, რომ მკვლელობამდე ორიოდე დღით ადრე 19 წლის სტუდენტი ოკლაჰომას უნივერსიტეტში მომხდარი ქურდობის საქმეში ფიგურირებდა, პოლიციის თანამშრომლები მას იცნობდნენ და დაკითხულიც კი ჰყავდათ.
რაც შეეხება უშუალოდ მის მიერ ოჯახის წევრების სასტიკი მკვლელობის ფაქტს, აღმოჩნდა, რომ ალანმა ვალტერის სისტემის პისტოლეტი წინა დღეს მამას მოჰპარა და სწორედ ამ იარაღით მოკლა მშობლები და 17 წლის და ქეთრინი. დანაშაულის იარაღი მან ახლომდებარე ტბაში გადააგდო. საბოლოოდ კი აღიარა, რომ ოჯახის წევრების დახოცვის მიზეზი ბანქოს თამაშის შედეგად დაგროვებული ვალი – 3000 დოლარი გახდა. ბიჭმა გადაწყვიტა, რომ თუკი ოჯახის წევრებს მოიშორებდა, ოჯახის ქონება მემკვიდრეობით მასზე გადმოვიდოდა და ვალების გასტუმრებას შეძლებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები