მერკელი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოსკოვთან დიალოგს არ გამორიცხავს

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები თვითმიზანი არ არის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მერკელის თქმით, სანქციები ზეწოლის მნიშვნელოვანი მექანიზმია და არა „თვითმიზანი“.
„ჩვენ ვეძებთ რუსეთთან დიალოგის საშუალებას. სანქციები დიალოგს არ გამორიცხავს. მდგომარეობა უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადების მიუხედავად, ზედმეტად მძიმეა, ინფორმაციას ბრძოლების და ახალი მსხვერპლის შესახებ ყოველდღე ვიღებთ. ჩვენ მინსკის შეთანხმებების რეალიზება, რუსეთის ჯარების საზღვრიდან გადაწევა, უკრაინაში კანონების შესაბამისი ადგილობრივი არჩევნების ჩატარება გვჭირდება“, – განაცხადა მერკელმა.
კანცლერის აზრით, უკრაინაში სიტუაციის მოგვარებას, პირველ რიგში, რუსეთმა უნდა შეუწყოს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები