პოროშენკოსა და ობამას შორის სატელეფონო საუბარი შედგა
უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ღამით აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას ესაუბრა. ამის შესახებ პოროშენკოს პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. გავრცელებული ინფორმაციით, პეტრე პოროშენკომ ობამას მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის და სამშვიდობო გეგმისთვის. ორივე ლიდერმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმებები, კერძოდ კი 5 სექტემბრის პროტოკოლი და 19 სექტემბრის მემორანდუმი ყველა მხარემ აუცილებლად უნდა შეასრულოს.
„ამ კონტექსტში უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტებმა ცალკე მიაქციეს ყურადღება უკრაინა-რუსეთის საზღვრის კონტროლის საკითხს და აღნიშნეს, რომ არჩევნები დონეცკის და ლუგანსკის ცალკეულ რაიონებში ლეგიტიმური უნდა იყოს“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა უკრაინის რადას მიერ ანტიკორუფციული კანონების და „პროკურატურის შესახებ“ კანონის მიღების და შემდგომი რეფოერმების მნიშვნელობას. გარდა ამისა, ობამამ პოროშენოს დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერებთან გამართული ვიდეოკონფერენციის შესახებ უამბო, სადაც დონბასში მშვიდობის მიღწევის გზებზე იყო საუბარი.