2025 წლის იანვარ-მარტში, სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა (დაქირავებულები) რაოდენობა წლიური გაანგარიშებით 5300 ადამიანით გაიზარდა და 958 000-ს გადააჭარბა, რაც პირველი კვარტალისთვის სარეკორდო მაჩვენებელია და მის ახალი ისტორიული მაქსიმუმს წარმოადგენს.
საქსტატის ინფორმაციით, წლის პირველ კვარტალში 3%-ით შემცირდა თვითდასაქმებულთა რაოდენობა, რაც გამოიწვია მათი ნაწილის დასაქმებამ ანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე, აგრეთვე დიდთოვლობისა და ხანგრძლივი უამინდობის გამო სასოფლო სამეურნეო საქმიანობების დაყოვნებამ. შედეგად წლიური გაანგარიშებით უმუშევრობა მცირედით 0,7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14,7%-ს გაუთანაბრდა.