ენრიკე იგლესია და ანა კურნიკოვა 13 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ
39 წლის მუსიკოსის სიტყვებით, რუს ექს-ჩოგბურთელთან მისი კავშირი სამი დღის წინ დაინგრა. ამ ინფორმაციას „The Huffington Post“-ი ავრცელებს. ენრიკე იგლესიასი: „ამჟამად მე განქორწინებული ვარ. განქორწინება სამი დღის წინ მივიღე. მე სერიოზულად ვამბობ, სერიოზულად. ნუ იცინით“, – განუცხადა ენრიკემ ჟურნალისტებს.
კურნიკოვას და იგლესიასის ურთიერთობა 13 წელს ითვლის. ერთმანეთი მათ ენრიკეს კლიპის „Escape“-ის გადაღებებზე გაიცნეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ენრიკეს ხშირად უყვარს სკანდალური ხუმრობების გამოგონება და გამორიცხული არ არის ესეც მისი მორიგი ხუმრობა იყოს.