გიორგი მამაცაშვილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: 2003 წლის 23 ნოემბრის მერე დღე არ გათენებულა ქვეყანაში, როდესაც ან ვიღაცა ცოლ-შვილის წინაშე არ დაემცირებინათ, ან მეზობლების წინაშე არ დაემცირებინათ, არ ეცემათ, არ მოეკლათ – ქვეყნის სათავეში იყვნენ ჯალათები
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სადაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება, ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ქვეყნის სათავეში იყვნენ ჯალათები.
„მე არ ვამბობ, რომ ის რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა ჭიპია დედამიწის და რაღაცა ახალი აღმოჩენაა და ყველაზე უარესია თუკი რამე მსოფლიო ისტორიაში მომხდარა, მაგრამ სათქმელად ადვილია, იცი რა ამაზე უარესებიც გვინახავს. კი ამაზე უარესი მინახავს მე პირადად 2007 წლის 20 მაისს, როდესაც 5 წუთით გამომცემლობიდან ფეხით გავიქეცი შანიძის ქუჩის კუთხეში, სადაც 5 წუთის გარდაცვლილი, მიწაზე ეგდო აკადემიკოსი გურამ შარაძე, როდესაც დღევანდელ დღეს გურამ შარაძე მოკლეს, დახვრიტეს, სწორედ იმიტომ, რომ მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო „მამული, ენა, სარწმუნოება“. დიახ ამაზე უარესი იყო, რაც თუნდაც გიორგი აბდალაძემ მოყვა და ირაკლი გედენიძემ მოყვა. ამაზე უარესები იყო, რაც თუნდაც სულხან მოლაშვილის მამამ მოყვა. მე ცოცხალი ვარ და მაპატიეთ თუ, მარკ ტვენის სიტყვებით ვიტყვი „მომიტევეთ, რომ ზედმეტი აღმოჩნდა ცნობები ჩემი გარდაცვალების შესახებ“, ცოცხალი ვარ, კი და ჩემზე უარესები ხდებოდა და ბექაზე უარესები ხდებოდა. 2003 წლის 23 ნოემბრის მერე დღე არ გათენებულა ქვეყანაში, როდესაც ან ვიღაცა ოჯახიდან არ გამოეგდოთ, ცოლ-შვილის წინაშე არ დაემცირებინათ, მეზობლების წინაშე არ დაემცირებინათ, არ ეცემათ, არ მოეკლათ. ციხეში რა ნაკლები ხდებოდა? კი მადლობა სააკაშვილს და მერაბიშვილს, ციხეში არ ჩამსვეს და შორიდან მივლიდნენ მეც და ჩემს მეგობრებსაც. ამ ჩემი განწყობით პასუხს ვცემ ყველამ იმ არამკითხეს, რომელიც თუნდაც გაიფიქრებს, რომ ამაზე უარესებიც ხდებოდა. რა თქმა უნდა ამაზე უარესებიც ხდებოდა და ეს არის სწორედ ამ ქვეყნის უბედურება, რომ ამდენი წლის განმავლობაში ქვეყნის სათავეში იყვნენ ჯალათები და ნამდვილად ამაზე უარესები ხდებოდა“, – განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.