ვახო ხუზმიაშვილი: 25 წელია ჟურნალისტი ვარ და პირადად მე, ასეთი მძიმე სურათი არ მინახავს, როდესაც გლდანის ეკლესიაში მოხდა ის, რაც მოხდა – ეკლესიის კარის შენგრევა სატვირთო მანქანით, იქიდან ბასილ მკალავიშვილის იმ ფორმით გამოყვანა, რა ფორმითაც გამოიყვანეს, ძირს დაყრილი, დასისხლიანებული ხალხი

25 წელია ჟურნალისტი ვარ და პირადად მე, ასეთი მძიმე სურათი არ მინახავს, როდესაც გლდანის ეკლესიაში მოხდა ის რაც მოხდა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის პირობებში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ხუზმიაშვილმა აღნიშნა, პროფესიული საქმიანობის განმავლობაში, მას არასდროს უნახავს ეკლესიის კარის სატვირთო მანქანით შემტვრევის, იქიდან ბასილ მკალავიშვილის გამოყვანის და ეკლესიის ეზოში, სასტიკად ნაცემი, დასისხლიანებული ხალხის მსგავსი კადრები.

“მე არ ვილაპარაკებ იმაზე, ბასილ მკალავიშვილის ქმედებები მომწონდა ან არ მომწონდა, მაგრამ ფორმა, რაც იქ მოხდა, ეკლესიის კარის შენგრევა დიდი სატვირთო მანქანით, იქიდან მკალავიშვილის იმ ფორმით გამოყვანა, რა ფორმითაც გამოიყვანეს, ძირს დაყრილი ხალხი, ცემა. ისეთი დასისხლიანებული იყო იქ ხალხი, რომ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში მე ეს არ მინახავს.
ასეთი თემების გაშუქება დიდხანს ვერ აიტანა მაშინდელმა ხელისუფლებამ. 2004 წლის 18 თებერვლი იყო, მივედით დილით სამსახურში და ვხედავთ, ტელეკომპანია “იბერიის” შენობაში შესულია სპეც.დანიშნულების რაზმი. ჩვენ შენობაში არავინ გვიშვებს. “იბერიაში” შესვლის პარალელურად, შევიდნენ გაზეთ “ახალ ეპოქაში” და საინფორმაციო სააგენტო “მედიანიუსში” – ეს იყო ჩვენი ერთი ჰოლდინგი. ვარკვევთ რა ხდება და გვითხრეს, რომ ტელევიზიის შენობაში კონტრაბანდას ეძებდნენ.” – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები