ლიბანის მთავრობა დაკომპექტდა

    ლიბანს ახალი მთავრობა ჰყავს. ათთვიანი სახელისუფლებო კრიზისის  შემდეგ ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი სუნიტი თამამ სალამი გახდა. სალამიმ უკვე გაავრცელა საგანგებო მიმართვა, რომელშიც იმედი გამოთქვა, რომ მალე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნება. მინისტრთა კაბინეტის წევრები შიიტური დაჯგუფება “ჰესბოლას” წარმომადგენლები და  სუნიტური ბლოკის წევრები არინ. ლიბანის ხელისუფლების 24 მინისტრიდან 8 პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები