ვენსი: რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთს არ ენდობიან

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთს არ ენდობიან.

მისივე თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძველი უთანხმოებების დაძლევას ცდილობს.

„რუსეთსა და დასავლეთს შორის ფუნდამენტური უნდობლობაა. ეს ერთ-ერთია იმ საკითხთაგან, რასაც პრეზიდენტი, გულწრფელად რომ ვთქვათ, სისულელედ მიიჩნევს [ის თვლის], რომ ჩვენ უნდა შევძლოთ წარსულის შეცდომების დაძლევა, მაგრამ ეს ორივე მხრიდან ძალისხმევას მოითხოვს. ვიცი, რომ პრეზიდენტი ამისთვის მზადაა, მაგრამ თუ რუსეთი მზად არ იქნება, მაშინ დღის ბოლოს ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: ეს ჩვენი ომი არ არის“, – განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები