რუსეთის ელჩი ბუქარესტში: რუმინეთი ანტირუსულ კურსს გააგრძელებს

ბუქარესტის მერის, ნიკუშორ დანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რუმინეთი ანტირუსულ კურსს გააგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის ელჩმა ბუქარესტში ვლადიმერ ლიპაევმა განაცხადა.

„დიდი ალბათობით, ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ადრე იყო. რადგან პოლიტიკური ელიტები არ შეცვლილა, ხელისუფლებაში იგივე მმართველი ჯგუფი დარჩა, მხოლოდ მოქმედი პირები შეიცვალნენ. რუმინეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს ანტირუსულ კურსს, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, დაიცავს საგარეო პოლიტიკის იმ მიმართულებებს, რომლებიც შემუშავდება ვაშინგტონში ან ბრიუსელში“, – განაცხადა მან ტელეარხ „Россия 24“-ის ეთერში.

ცნობისთვის, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის მერმა და ცენტრისტმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა. მან ხმების 54,34% მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები