ამ წუთებში ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს

ამ წუთებში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების მესამე სატელეფონო საუბარია.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს.

პარალელურად კი უკრაინული Єдині новини საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი პუტინთან დალაპარაკებამდე უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.

Єдині новини-ის წყაროს თანახმად, ტრამპი და ზელენსკი შეთანხმდნენ, რომ პუტინისა და ტრამპის საუბრის შემდეგ ტელეფონით კვლავ ელაპარაკათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები