კრემლმა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებს „უცნაური“ უწოდა

კრემლმა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს „უცნაური“ უწოდა.

პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრორუს კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს არჩევნებში მონაწილეობა იძულებით არ მიაღებინეს.

მისივე თქმით, ჯორჯესკუ არჩევნებიდან უსამართლოდ იქნა დისკვალიფიცირებული.

„ეს არჩევნები, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური იყო. ჩვენ ვიცით იმ კანდიდატის ისტორია, რომელსაც გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა. მას იძულებით მოახსნევინეს კანდიდატურა“ – თქვა პესკოვმა.

შეგახსენებთ, კვირას, 18 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა კანდიდატმა, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები