2019 წლისთვის მილიონერების რაოდენობა 2-ჯერ გაიზრდება

მომდევნო 5 წლის განმავლობაში მილიონერების რაოდენობა მსოფლიოში თითქმის 2-ჯერ გაიზრდება. უცხოური პრესის ინფორმაციით, მილიონერების რაოდენობა განვითარებულ ბაზრებზე, კეთილდღეობის გაზრდასთან ერთად, 35 მილიონიდან 53 მილიონამდე აიწევს.
კეთილდღეობის ზრდის ყველაზე მსხვილი მოძრავი ძალა მსოფლიოში ჩინეთი და, მასთან ერთად – ინდონეზია, ინდოეთში, მექსიკა და ბრაზილია იქნება.
სავარაუდოდ, ჩინელი მილიონერების რაოდენობა 2-ჯერზე მეტად გაიზრდება და 2019 წლისთვის 2 მილიონს მიაღწევს. ინდონეზიაში, ინდოეთში, მექსიკაში და ბრაზილიაში მილიონერების რაოდენობა შესაბამისად, 64 %, 61%, 57% და 47% -ით გაიზრდება. მილიონერების მატებას ასევე აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და გერმანიაში პროგნოზირებენ. აღსანიშნავია, რომ აშშ დაახლოებით 14,2 მილიონი მილიონერის სამშობლოა. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი რიცხვია.

http://www.vestifinance.ru/articles/48256

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები