ნონა გაფრინდაშვილი: ჩვენ რაც გადავიტანეთ 26 მაისს, რომელიც წინასწარ მოფიქრებული, დაგეგმილი ოპერაცია იყო, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ – ბევრი აქცია ჩატარებულა 9 აპრილიდან დაწყებული და მსგავსი არცერთ აქციაზე არ ყოფილა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე, კომისიის წევრები 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს განიხილავენ და ნონა გაფრინდაშვილს უსმენენ.

ნონა გაფრინდაშვილი 26 მაისის მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავს რამეს ვერავინ წარმოიდგენდა.

„ჩვენ რაც გადავიტანეთ 26 მაისს, რომელიც წინასწარ მოფიქრებული დაგეგმილი ოპერაცია იყო, ჩვენი დასჯა უნდოდათ, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ იმიტომ, რომ იქ რაც მოხდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ბევრი აქცია ჩატარებულა, 9 აპრილიდან დაწყებული რომ დავიწყოთ, შემდეგ რა აქციებიც დაწყებულა, მსგავსი არცერთ აქციაზე არ ყოფილა. სამი კორდონი იყო ჩვენ ირგვლივ იმ დღეს და გასასვლელიც არ იყო დატოვებული. 9 აპრილი, ეს საშინელება იმიტომ ვახსენე, რომ კი მისდევდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ გასაქცევი ჰქონდათ და აქ არ ჰქონდათ. ყველა აქცია, რომელიც ჩვენს მიერ არის ჩატარებული, იქნებოდა რეგიონებში თუ თბილისში, არცერთ აქციაზე ერთი გადაცდომაც კი არ ყოფილა. ვინც ვიყავით სცენაზე, ისინი ვლაპარაკობდით. ვყვებოდით იმას, რაც ხდებოდა – წამებები, ჩაცხრილვები, დაჭერები, უამრავი ასეთი სიტუაცია იყო. მარტო ვლაპარაკობდით ჩვენ და იქ ხალხი მოდიოდა“-განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები