ისრაელის სამხედროებმა, ღაზაში ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადეს.
არმიის ცნობით, ანკლავში სამხედრო კამპანიის გააქტიურების მიზეზი ის გახდა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ მოლაპარაკების მორიგი რაუნდის დროს პროგრესს ვერ მიაღწიეს.
„ჩვენ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავდივართ. ოპერაციის მიმდინარეობისას ჩვენ გავზრდით და გავაფართოებთ ჩვენს ოპერატიულ კონტროლს ღაზას სექტორში“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი.
როგორც ცნობილია, ღაზაში ისრაელს ამჟამად ხუთი დივიზია ჰყავს მობილიზებული. იერიშებს, ბოლო 24 საათში, კიდევ 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.