გაერო – ებოლას ეპიდემია კონტროლს აღარ ექვემდებარება
გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა ებოლას გავრცელების ტემპებს ვერ ასწრებს. გაეროში ფიქრობენ, რომ დეკემბრისთვის ებოლათი კვირაში 10 000 ადამიანი დაავადდება. ებოლას ეპიდემიის პრევენციის მისიის ხელმძღვანელის ენტონი ბენბერის განცხადებით, ვირუსი იმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ექიმები ზომების მიღებას ასწრებენ. ბენბერის თქმით, ვირუსი „რბოლას იგებს“.