აშშ-მა და არაბთა გაერთიანებულმა საამირომ საავიაციო სფეროში 14,5 მილიარდი დოლარის ხელშეკრულება გააფორმეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 200 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეთანხმებების შესახებ გამოაცხადა,- ამის შესახებ “როიტერმა” განაცხადა.
როგორც სააგენტო იუწყება, ხელშეკრულება ითვალისწინებს ავიაკომპანია Etihad Airways-ისთვის Boeing-ის ტიპის თვითმფრინავების და კომპანია GE Aerospace-გან საავიაციო ნაწილების შეძენას.
მედიის ცნობით, ახალი თვითმფრინავები არსებულ საჰაერო ფლოტს 2028 წელს შეუერთდება. გარიგების შესახებ კომპანია Boeing-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
Etihad-ს დაახლოებით 100 თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტი ჰყავს. ის აბუ-დაბის 225 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო ფონდ ADQ-ს ეკუთვნის, მრავალწლიანი რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცვლილებების პროცესშია.