რუბიო: აშშ-ს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მიმართ დიდი მოლოდინები არ აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ ხვალ სტამბოლში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და უკრაინის დელეგაციას შეხვდება.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებების მიმართ დიდი მოლოდინები არ აქვს.
„ჩემი შეფასებით, არ ვფიქრობ, რომ აქ გარღვევას მივაღწევთ მანამ, სანამ პრეზიდენტი [ტრამპი] და პრეზიდენტი პუტინი ამ თემაზე პირდაპირ არ ისაუბრებენ.
იმედი მაქვს, ვცდები. იმედი მაქვს, 100%-ით ვცდები. იმედი მაქვს, ხვალ ახალ ამბებში იტყვიან, რომ ისინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მაგრამ ეს ჩემი შეფასება არ არის“, – აღნიშნა რუბიომ.